ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი დიეგო გარსიას კუნძულის მავრიკისთვის გადაცემას აპირებს, რაც გამაოგნებელია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: The New York Times
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას კუნძული, რომელიც ამერიკის მნიშვნელოვან სამხედრო ბაზას წარმოადგენს, მავრიკის სრულიად უსაფუძვლოდ გადასცეს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მიერ უკიდურესად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასხვისება დიდი სისულელეა და კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ამერიკამ გრენლანდიაზე კონტროლი დაამყაროს.
„გამაოგნებელია, თუმცა ნატოში ჩვენი „ბრწყინვალე“ მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო გეგმავს, რომ დიეგო გარსიას კუნძული, ამერიკის სამხედრო ბაზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილი, მავრიკის გადასცეს. უდავოა, რომ ეს ყოვლად სუსტი ნაბიჯი ჩინეთმა და რუსეთმა უკვე შენიშნეს. გაერთიანებული სამეფოს მიერ უკიდურესად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასხვისება ძალიან სულელური აქტია და იმ მრავალ მიზეზს შორის კიდევ ერთია, რის გამოც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდია უნდა მოვიპოვოთ. დანია და მისი ევროპელი მოკავშირეები სწორად უნდა მოიქცნენ“, - დაწერა ტრამპმა.





