19 იანვარი 2026, 20:05
ტრამპი კითხვაზე გამოიყენებდა თუ არა ძალას გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად: კომენტარის გარეშე
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
გაზიარება
ტელეკომპანია NBC News-თან გამართულ მოკლე სატელეფონო ინტერვიუში, კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ძალას გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კომენტარის გარეშე“.
შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიასა და ევროპის კიდევ შვიდ ქვეყანას 10%-იან ტარიფებს დაუწესებს მანამ, სანამ ამერიკის მიერ გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მიიღწევა.





