19 იანვარი 2026, 14:03
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია 152 ადამიანი. ინციდენტი ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მადრიდისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავარდა და საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.





