15 იანვარი 2026, 02:57
Al Jazeera: ირანმა საჰაერო სივრცე დაკეტა - გამონაკლისია მხოლოდ საერთაშორისო რეისები
მსოფლიო

ფოტო: Flightradar24
გაზიარება
ირანმა საკუთარი საჰაერო სივრცე ყველა ფრენისთვის ჩაკეტა, გარდა იმ საერთაშორისო რეისებისა, რომელთა დანიშნულების ან გამგზავრების ადგილი უშუალოდ ირანია. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.
ფრენების მონიტორინგის პლატფორმა FlightRadar-ის ინფორმაციით, თეირანმა გამოსცა ოფიციალური შეტყობინება, რომლის მიხედვითაც საჰაერო სივრცე „ორ საათზე ოდნავ მეტი ხნით“ დაიხურა.
ამ ეტაპზე შეზღუდვის ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა მსგავსი მოკლევადიანი აკრძალვები ხშირად დაკავშირებულია უსაფრთხოების ზომებთან ან სამხედრო წვრთნებთან.





