14 იანვარი 2026, 02:41
ტრამპი გრენლანდიის პრემიერის განცხადებაზე, რომ დანიის შემადგენლობაში დარჩენა სურს: არ ვიცი, ვინ არის ის, მის შესახებ არაფერი ვიცი - ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
გაზიარება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს აშშ-სა და დანიას შორის, ჩვენ ვირჩევთ დანიას“.
ჟურნალისტის კითხვაზე - გრენლანდიის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ [გრენლანდიელებს] ურჩევნიათ დანიის შემადგენლობაში დარჩენა - დონალდ ტრამპმა უპასუხა:
ეს მათი პრობლემაა. არ ვეთანხმები მას [გრენლანდიის პრემიერ-მინისტრს]. არ ვიცი, ვინ არის ის. მის შესახებ არაფერი ვიცი. ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება.
TWITTER POST





