პოლონეთში უკრაინელების მიმართ კეთილგანწყობა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock
საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა CBOS ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც პოლონელების 48% მხარს უჭერს უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან ლტოლვილების მიღებას, ხოლო 46% ეწინააღმდეგება. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს ყირიმის ანექსიის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
2025 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის „პოლონელები უკრაინის ომისა და ლტოლვილების დახმარების შესახებ“ სხვა ყველაფერთან ერთად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი სვამდა კითხვას, ფიქრობენ, თუ არა ისინი, რომ პოლონეთმა უკრაინელი ლტოლვილები კონფლიქტის ზონებიდან უნდა მიიღონ.
CBOS-ის მიხედვით, დეკემბერში დაფიქსირებული შედეგები სექტემბრის მონაცემების იდენტურია. პოლონელების 48% (უცვლელად) მხარს უჭერს უკრაინელი ლტოლვილების მიღებას. ამავდროულად, მოსახლეობის 46% ამის წინააღმდეგია (ზრდა 1 პროცენტული პუნქტითაა). რესპონდენტების 6%-მა განაცხადა, რომ მათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ.
კვლევის ავტორების განცხადებით, 2022 წლის დასაწყისში პოლონელების რიცხვი, რომლებიც უკრაინელი ლტოლვილების მიღებას უჭერდნენ მხარს, 94% აღწევდა. ის 2023 წლამდე მაღალი რჩებოდა.
„ეს არის ჩვენი კვლევების, რომელსაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ვაწარმოებთ, ყველაზე ცუდი შედეგები“, - ციტირებს მედია გამოკითხვის ავტორებს.
CBOS-მა აგრეთვე გამოკითხა პოლონეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დასრულების პროგნოზების შესახებ. რესპონდენტთა ყველაზე დიდი წილი (63%) თვლის, რომ უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა. აღნიშნული მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით აღემატება სექტემბრის მონაცემებს.





