Sky News: შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მინეაპოლისში - გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ზოგიერთი მომიტინგეს წინააღმდეგ „ქიმიური სპრეი“ გამოიყენა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
მინეაპოლისში, საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ უიპლის ფედერალურ შენობასთან, სადაც მობილიზებული იყო არალეტალური იარაღით აღჭურვილი პოლიციის ძალები.
გამოცემა The Star Tribune იტყობინება, რომ პოლიციამ ზოგიერთი მომიტინგეს წინააღმდეგ ქიმიური სპრეი გამოიყენა.
ტელეკომპანია CNN-იც ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა აქციაზე „გაზისებრი ნივთიერება“ გამოიყენეს.
პროტესტი მოჰყვა ოთხშაბათს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს, როდესაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა 37 წლის ქალი, რენე ნიკოლ გუდი სასიკვდილოდ დაჭრა.





