ანდრიუს კუბილიუსი: აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, ნატოს დასასრულს ნიშნავს
მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი
ფოტო: LRT
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ფაქტობრივად, ნატოს დასასრულს ნიშნავს, - განაცხადა თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.
„ვეთანხმები დანიის პრემიერ-მინისტრს. ასეთი რამ რომ მოხდეს - თუმცა არ მჯერა, რომ მოხდება - აშშ-ის ადმინისტრაციას გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალა რომ გამოეყენებინა, ეს ცალსახად ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დასასრული იქნებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციას ეს, ალბათ, კარგად ესმის“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
კუბილიუსის თქმით, თუ ვაშინგტონს გრენლანდიაში ან ზოგადად არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება სურს, მას ამის გაკეთება იქ არსებული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებით შეუძლია.





