El País: დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კონსერვატორი ნასრი ასფურა ჰონდურასის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა
მსოფლიო

ნასრი ასფურა
ფოტო: Reuters
ოთხშაბათს, ერთთვიანი გაურკვევლობისა და ქაოსური საარჩევნო პროცესის შემდეგ, კონსერვატორი კანდიდატი ნასრი ასფურა ჰონდურასის არჩეულ პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.
30 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ცენტრალური ამერიკის ეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო.
ეროვნული საარჩევნო საბჭოს (CNE) გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა - საბჭოს სამ წევრს შორის არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამარჯვებულის დასახელება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ნასრი ასფურა (ნაციონალური პარტია): ხმების 40,2%. მას მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
სალვადორ ნასრალა (ლიბერალური პარტია): ხმების 39,5%.
სალვადორ ნასრალამ უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და მომხდარს „ხალხის ნების ღალატი“ უწოდა.
ამის საპირისპიროდ, აშშ მიესალმა არჩევნების დასრულებას და ასფურას გამარჯვება მიულოცა.





