24 დეკემბერი 2025, 01:55
გაეროში აშშ-ის ელჩი: აშშ არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ან მის გარემოცვას ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად
მსოფლიო

მაიკ უოლცი
ფოტო: Reuters
გაზიარება
აშშ არ აღიარებს ნიკოლას მადუროს ან მის გარემოცვას ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა.
„ნიკოლას მადურო ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალვაში მყოფი პირია. მადურომ და მისმა რეჟიმმა არჩევნები მოიპარეს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ ძალაუფლებას იმ ნარკოკარტელებთან დასაპირისპირებლად და მათ აღმოსაფხვრელად, რომლებიც ჩვენს ნახევარსფეროში ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდნენ“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
TWITTER POST




