22 დეკემბერი 2025, 14:17
მოსკოვში ერთ-ერთი გენერალი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული გენერალური შტაბის ოპერაციული მომზადების სამმართველოს უფროსი მოკლეს. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობა. აფეთქება გამთენიისას მოხდა, სამართალდამცველების ცნობით, მოწყობილობა გენერლის ავტომობილზე იყო დამონტაჟებული.





