14 ნოემბერი 2026, 02:02
აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი: აშშ-ის აეროპორტებში ფრენები საკომუნიკაციო პრობლემის გამო შეჩერდა
მსოფლიო

GettyImages
გაზიარება
აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში ფრენები დროებით შეაჩერა.
მისი თქმით, შეზღუდვის მიზეზი საკომუნიკაციო პრობლემა გახდა, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა საკონტროლო ცენტრი მოიცვა.
„FAA-ს ტექნიკოსები ამ პრობლემას იკვლევენ. როგორც კი ახალი დეტალები გვექნება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“, - წერს შონ დაფი სოციალურ ქსელში.





