ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა
მსოფლიო

ხოსე ანტონიო კასტი მეუღლესთან ერთად
ფოტო: AP
ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრკონსერვატორმა ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 58,2% მიიღო. მის კონკურენტს, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელ ჟანეტა ხარას კი ამომრჩეველთა 41,8%-მა დაუჭირა მხარი.
„ჩილეს წესრიგი სჭირდება - წესრიგი ქუჩებში, სახელმწიფოში და პრიორიტეტებში, რომლებიც დაკარგულია“, - განაცხადა კასტმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ და აღნიშნა, რომ საკუთარ გამარჯვებას მოსახლეობისგან „ფართო მანდატად“ აღიქვამს.
Associated Press -ი წერ, რომ კასტი ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩილეს პირველი ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტი იქნება.





