რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოკროვსკის აღების შესახებ განაცხადა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პოკროვსკის აღების შესახებ განაცხადეს. უწყებამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში სამხედროები, რომლებსაც ხელში რუსეთის დროშა უკავიათ.
Reuters-მა ვიდეოს ანალიზი ჩაატარა და დაადასტურა, რომ კადრები მართლაც პოკროვსკშია გადაღებული.
ბრძოლა პოკროვსკისთვის გასული წლის შუიდან მიმდინარეობდა. უკრაინულ მხარეს ქალაქის დაცემასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
რუსი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პოკროვსკის აღება მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული გამარჯვებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2024 წლის ავდიივკა აიღო და ეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსკოვის პოზიციებს გააძლიერებს.




