ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკომისია მზად არის, წარმოადგინოს სამართლებრივი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის გაყინული აქტივების მართვა
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: GettyImages
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია მზად არის, წარმოადგინოს სამართლებრივი ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის გაყინული აქტივების მართვა უკრაინაში ომის კონტექსტში.
ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე, სადაც მან განაცხადა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა აღიარა, რომ საწყისი წერტილი არსებობს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტია.
„თუ ჩვენ დღეს საზღვრების ძირის გამოთხრას ლეგიტიმაციასა და ფორმალიზაციას მივცემთ, ხვალ უფრო მეტ ომს გავუხსნით კარს და ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა მან.




