07 ნოემბერი 2025, 15:55
ორბანი აშშ-ში ჩავიდა
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი
ფოტო: Facebook
გაზიარება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ში ჩავიდა.
ორბანმა სოციალურ ქსელში საკუთარი თვითმფრინავიდან გადაღებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეშვება მისი ბორტი აშშ-ში.
დღეს ორბანი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ბუდაპეშტში გასამართი რუსეთ-ამერიკის სამიტი და ენერგეტიკა იქნება.
ორბანთან ერთად ვაშინგტონში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ჩავიდა.





