05 ნოემბერი 2025, 17:48
Bild: უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში პოკროვსკსა და მირნოგრადში ურთულეს ვითარებაში არიან
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქში პოკროვსკსა და მირნოგრადში ურთულეს ვითარებაში არიან.
უკრაინელმა სამხედროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ქალაქ პოკროვსკის 80%-ს ოკუპანტი აკონტროლებს. დარჩენილი 20%-თვის კი ინტენსიური ქუჩის ბრძოლებია.
უფრო რთულადაა ვითარება მირნოგრადში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები, შესაძლოა, მალე ოკუპანტის ალყაში მოექცნენ.





