მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს
მსოფლიო

დაფნე კარუან გალიცია
მალტელი ბლოგერის მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს. ყველა დაპატიმრებული მალტის მოქალაქეა. მთავრობა ეჭვმიტანილების ვინაობას ჯერ არ ამხელს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაფნე კარუან გალიცია "პანამის დოკუმენტებს" სწავლობდა, რომელშიც მალტის პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. 2017 წელს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.
პანამის დოკუმენტების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.
დაფნე კარუან გალიცია 16 ოქტომბერს ააფეთქეს.





