29 ივლისი 2024, 18:02
ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 8 ადამიანი დაჭრა
მსოფლიო

ფოტო: PA Wire
გაზიარება
ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 8 ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსახლეობამ პოლიცია ადგილობრივი დროით 11:50 საათზე გამოიძახა.
„არიან დაჭრილები. პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში




