კიევში აქციაზე პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
მსოფლიო

აქცია რადას შენობასთან
კიევის პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მართავს, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. ინფორმაციას უკრაინული ტელევიზია "112 TV" ავრცელებს.
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საპროტესტო აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. პოლიციის ცნობით, უმაღლეს რადასთან 6 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი.
სააკაშვილის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.




