12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
მსოფლიო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
ფოტო: Shutterstock.com
12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმამ ბეზერგენ გარაევმა განაცხადა.
11 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა, 64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ გადადგომას და „ახალგაზრდა ხელმძღვანელებისთვის“ გზის დათმობას გეგმავს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქმენეთში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბერდიმუჰამედოვი ძალაუფლების თავისი შვილისთვის გადაცემას გეგმავს. გასული წლის სექტემბერში სერდარ ბერდიმუჰამედოვს 40 წელი შეუსრულდა, რაც მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას აძლევს.
შარშან სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილე გახდა. გარდა ამისა, ის თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრიცაა.





