www.imedi.ge
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა
მსოფლიო

არმენ სარგსიანი
ფოტო: Photolure
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ება იკითხოს: რატომ გადავდექი მაინც და მაინც ახლა? პასუხი ნათელია: იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც ავიღე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გავხდი. ვალდებული ვიყავი, გამეკეთებინა ყველაფერი, რათა თავი აგვერიდებინა შიდა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების და შესაძლო შეტაკებებისგან, რომლებსაც ძალიან ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. ასევე ვცდილობდი, გამომეყენებინა ჩემი ავტორიტეტი და კავშირები, ჩემი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი ძლიერი და სტაბილური ქვეყნის ასაშენებლად.
რატომ ვერ მოვახდინე გავლენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებმაც ამჟამინდელი საერთო ეროვნული კრიზისი გამოიწვია? აქაც მიზეზი ძალიან ნათელია: შესაბამისი ინსტრუმენტების არარსებობა. რიგი ჩვენი მთავარი პრობლემების საფუძველი სწორედ მოქმედ კონსტიტუციაშია. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, მაგრამ მას ფაქტობრივად არ აქვს არანაირი რეალური ინსტრუმენტი. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით. მოხარული ვარ, რომ შექმნილია საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია, რისთვისაც მთავრობას მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება საჭირო ცვლილებები და მომდევნო პრეზიდენტს უფრო დაბალანსებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. ჩვენ უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე“, - აცხადებს არმენ სარქისიანი.
2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა. სარგსიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩიეს.





