სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
მსოფლიო

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა. ევგენი ჯუღაშვილი ქუჩაში შეუძლოდ გახდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ევგენი ჯუღაშვილის მამა სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობ ჯუღაშვილი იყო. დაიბადა 1936 წელს.
ევგენი ჯუღაშვილი ბაბუას სასამართლოებში იცავდა - შეჰქონდა სარჩელები ჟურნალისტების, გამოცემებისა და მაღალჩინსონების წინააღმდეგ, რომლებიც სტალინს აკრიტიკებდნენ.
აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს, კატინის ტრაგედიაზე პოზიციის გამო. 90-იან წლებში წარმოადგენდა "კომუნისტურ პარტიას", 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა "საქართველოს სახალხო-პატრიოტულ კავშირს".





