მოსულისთვის ბრძოლაში 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
მსოფლიო

ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლის განმავლობაში 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ Independent ერაყის ეკონიმიკისა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრზე დაყრდნობით წერს. თავის მხრივ ჰოშიარ ზებარიმ აღნიშნული ინფორმაცია ქურთული დაზვერვის მოხსენებაზე დაყრდნობით გააკეთა.
ქურთების მონაცემებით, უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა დაჯგუფება "სილამური სახელმწიფოს" ქმედებებმა. ასევე ერაყის არმიის შეტევამ და საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულმა ავიადარტყმებმა გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შესახებ ქურთული დაზვერვის მონაცემები ოფიციალურს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ერაყის არმიამ ქალაქი ჯიჰადისტებისგან ივლისის დასაწყისში გაათავისუფლა.
"ისლამურმა სახელმწიფომ" მოსულზე კონტროლი 3 წლის წინ დაამყარა. ერაყის არმიამ კოალიციურ ძალებთან ერთად ქალაქის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია 9 თვის წინ დაიწყო.





