გიულენი იმედოვნებს, რომ აშშ მას თურქეთს არ გადასცემს
მსოფლიო

ფეთჰულა გიულენი
მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი მიიჩნევს, რომ აშშ მის თურქეთში ექსტრადიციას არ მოახდენს, ამის შესახებ პენსილვანიის შტატში მცხოვრებმა ფეთჰულა გიულენმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"არა მგონია, რომ აშშ პრეზიდენტი, არა აქვს მნიშვნელობა რესპუბლიკელია ის თუ დემოკრატი, დაემორჩილება ასთ უსაფუძვლო მოთხოვნას და აშშ-ის რეპუტაციას საფრთხე შეუქმნას"- განაცხადა გიულენმა. მისივე თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ყველა იურიდიულ პროცედურას დაიცავს, რის გამოც ის არ ღელავს.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას. მოძრაობა "ჰიზმეტის" ლიდერი ბრალდებას უარყოფს. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.





