30 დეკემბერი 2020, 22:50
პაატა კუპატაძე
ჩეჩნეთში ქუჩებსა და სპორტულ ობიექტებს რამზან კადიროვის ოჯახის წევრების სახელებს არქმევენ
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ჩეჩნეთის სოფელ ბაჩი-იურტში გახსნილ სპორტულ კომპლექსს პრეზიდენტის 15 წლის ვაჟის, ახმატის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში კადიროვის ოჯახის წევრების, ნათესავებისა და წინაპრების სახელები უკვე ასობით ქუჩას ჰქვია.
მხოლოდ ბაჩი-იურტში კადიროვების სახელს 9 ქუჩა და შესახვევი ატარებს. გროზნოს მერიის ბოლო ინიციატივით, სახელი შესაძლოა დედაქალაქის ოთხივე რაიონს გადაარქვან, ცენტრალურ რაიონს კი, რომელიც ლენინის სახელს ატარებს, ახმატის რაიონი დაერქმევა.





