სვეტლანა ტიხანოვსკაია: ბელარუსის საგარეო პოლიტიკა განახლებას საჭიროებს
მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია
ფოტო: AP Photo
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს და განახლებას საჭიროებს.
„ბელარუსმა თავისი საგარეო პოლიტიკა მრავალფეროვანი უნდა გახადოს, რათა სტრატეგიული დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დონე გავზარდოთ. საგარეო პოლიტიკის ახლანდელი კურსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს და ერთი ადამიანის ინდივიდუალურ ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.
სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, დემოკრატიულ ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს დაეფუძნება.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.
ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.





