აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტრაბანდისთვის განკუთვნილი ყველაზე გრძელი გვირაბი იპოვეს
მსოფლიო

ფოტო: Twitter
აშშ-ის მთავრობამ მექსიკის საზღვართან კონტრაბანდისთვის განკუთვნილი ყველაზე გრძელი გვირაბი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.
1313 მეტრის სიგრძის გვირაბში გაყვანილია ლიანდაგი, ლიფტი, სავენტილაციო სისტემები, ელექტროსადენები. ის მექსიკის ქალაქს ტიხუანასა და ამერიკულ სან-დიეგოს აკავშირებს ერთმანეთს.
ამოღებული ნარკოტიკის ან დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ამ რაიონში ცნობილი მექსიკური კარტელი „სინალოა“ მოქმედებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციაა. მისი დამაარსებელი ხოაკინ „ელ-ჩაპო“ გუსმანია, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.





