18 ოქტომბერი 2026, 08:30
საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
საფრანგეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. პრეფექტურის განცხადებით, შენობა, ფაქტობრივად, განადგურებულია.
ფრანგული მედიის ცნობით, ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მერიის მიმდებარედ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.
მერიის შენობის ნაწილი 1975 წელს ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.





