18 ოქტომბერი 2026, 09:46
დონალდ ტუსკის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებით, შობამდე რუსეთმა, შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააძლიეროს
მსოფლიო

დონალდ ტუსკი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემებით, შობამდე რუსეთმა, შესაძლოა, ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი გააძლიეროს.
მისივე თქმით, პოლონეთი ელოდება დივერსიული აქტებისა და პროვოკაციების უფრო მასშტაბურ მცდელობებს.
„ყველაფერი ერთ აშკარა დასკვნამდე მიდის: შობამდე გარკვეული ესკალაციაა მოსალოდნელი. ლატვიაში უკვე ნახეს სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, ლიეტუვა კი სერიოზული პროვოკაციის მოლოდინშია. ერთი რამ ცხადია: რუსეთი ესკალაციას გააძლიერებს და ჩვენს რეაქციას შეამოწმებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.





