04 იანვარი 2020, 12:31
ჩადის ტბაზე შეიარაღებულმა მებრძოლებმა 50 მეთევზე მოკლეს
მსოფლიო

„ბოკო ჰარამი“
ფოტო: Twitter
გაზიარება
ჩადისა და კამერუნის საზღვარზე მდებარე ჩადის ტბაზე შეიარაღებულმა პირებმა სულ ცოტა 50 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
კამერუნის ქალაქ დარაკის მერის, ალი რამატის განცხადებით, შეიარაღებული მებრძოლები მეთევზეებს 22 დეკემბერს დაესხნენ თავს, მოკლულთა შორის კი სულ ცოტა 20 კამერუნელი იყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები იყვნენ.





