პოლიციასთან მორიგი დაპირისპირებისას ჰონგ-კონგის ქუჩები ცეცხლში გაეხვა
მსოფლიო

ფოტო: Twitter
ჰონგ-კონგში მორიგი მასობრივი საპროტესტო დემონსტრაცია ისევ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დემონსტრანტებს დღევანდელ აქციაზე ჩინეთში კომუნისტური მმართველობის 70-ე წლისთავის გაპროტესტება სურდათ. აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა და სახეზე ნიღბები ეკეთა. ისინი პოლიციის მიერ ნასროლ ცრემლმდენ გაზს ქოლგებით იგერიებდნენ და შემდეგ უკან, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ. ასევე Reuters-ის ცნობით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლებიც ესროლეს.
აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთებისგან ბარიკადები ააშენეს. ქალაქის ნაწილში, სადაც აქტიური დაპირისპირება მიმდინარეობდა, რამდენიმე ლოკაციაზე ცეცხლის კერები გაჩნდა.
სააგენტოს ცნობით ოფიციალურად სერიოზულად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Fire just lit in Wanchai right in front of us. Black smoke starting to billow. We’re seeing reports of another fire also set at Wanchai MTR station. @CBSNews is here. #HongKong #HongKongProtests pic.twitter.com/6Qw5xQa7wp
— Ramy Inocencio 英若明 (@RamyInocencio) September 29, 2019
"Look at these scenes of petrol bombs, stones being thrown and sidewalks being ripped up" - tensions are rising in #HongKong between police and protesters.
— Sky News (@SkyNews) September 29, 2019
On 1 October the People's Republic of China will celebrate its 70th anniversary: https://t.co/luo9fyGG9P pic.twitter.com/33mHIraRNX
ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა.
მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდა, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვდნენ, რაც რამდენიმე ხნის წინ ჰონგ-კონგის მთავრობამ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშუა ვონმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის გაუქმება უკვე გვიანია და მთავრობამ აქტივისტების სხვა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს. მანამდე ვონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია? - წაიკითხეთ ბმულზე.





