ოლექსი გონჩარუკი უკრაინის პრემიერმინისტრი გახდა
მსოფლიო

ფოტო: president.gov.ua
უკრაინის უზენაესმა რადამ ოლექსი გონჩარუკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ „УНИАН“-ი იუწყბა. გონჩარუკის კანდიდატურა პოსტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა. მას მხარი 290 დეპუტატმა დაუჭირა.
გონჩარუკის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 27 აგვისტოს გაავრცელა. 35 წლის ოლექსი გონჩარუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს მრჩეველი, შემდეგ კი პირველი ვიცეპრემიერის სტეპან კუბივის მრჩეველი იყო.
2015 წლიდან გონჩარუკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ეფექტური რეაგირების ოფისს (BRDO) ხელმძღვანელობდა, საიდანაც ზელენსკის ადმინისტრაციაში გადავიდა.





