პაატა კუპატაძე
ოზი ოზბორნმა ტრამპს თავისი სიმღერების გამოყენება აუკრძალა
მსოფლიო

ოზი ოსბორნი
ფოტო: shutterstock.com
ოზი ოზბორნმა დონალდ ტრამპს პოლიტიკური კამპანიისთვის საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ბრიტანელი მუსიკოსის ცოლი შერონ ოზბორნი Instagram-ის გვერდზე წერს.
"ჩვენ ვაფრთხილებთ ტრამპს, არ გამოიყენოს ოზი ოზბორნის მუსიკა პოლიტიკური რეკლამისთვის. იქნებ მან დახმარებისთვის თავის მეგობარ მუსიკოსებს, კანიე უესტს, კიდ როკს ან ტედ ნიუჯენტს მიმართოს“, - წერია განცხადებაში.
მანამდე ტრამპმა Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დემოკრატთა დებატები ოზი ოზბორნის სიმღერა Crazy Train-ით არის გადაფარული.
Thank you @MSNBC, real professionals! @chucktodd @maddow pic.twitter.com/7ZCkcUQ4yA
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 27 June 2019





