დონალდ ტრამპი საფრანგეთის არჩევნებს Twitter-ზე ეხმიანება
მსოფლიო

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-ზე ეხმიანება.
"ძალიან საინტერესო არჩევნები მიმდინარეობს საფრანგეთში," - წერს ტრამპი.
Very interesting election currently taking place in France.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) April 23, 2017
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. წინასწარი მონაცემების თანახმად მეორე ტურში საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მაკრონი და ლე პენი იბრძოლებენ.
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურში ეგზითპოლის მონაცემების თანახმად ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის უსაფრთხოებისთვის 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედროა მობილიზებული. არჩევნები 66 546 უბანზე ტარდება. თითოეულ უბანს პოლიციის მობილური ჯგუფები იცავს. უსაფრთოხების ზომები ქვეყანაში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა.





