ტრამპის რეიტინგი მცირდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისამდი ნდობა ამერიკულ საზოგადოებაში კლებას განაგრძობს.
კომპანია Gallup-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ტრამპის პოლიტიკას მოსახლეობის 53% არ ეთანხმება.
აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 45 % ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დანაპირებს ასრულებს. თებერვალში ეს მაჩვენებელი 62% იყო.
კვლევითმა ორგანიზაცია დაინტერესდა, რამდენი პროცენტი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი "ძლიერი და გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერია". შედეგები ამ შემთხვევაშიც შემცირებული აღმოჩნდა - მოსახლეობის 52%-ს მიაჩნია ტრამპი ძლიერ ლიდერად. თებერვალში ეს მაჩვენებელი 59% იყო.
თებერვალთან შედარებით, 7%-ითაა შემცირებული იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებლიც, ვინც ფიქრობს, რომ ტრამპს აშშ-ში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია, ასე მხოლოდ 46% მიაჩნია.
დონალდ ტრამპისადმი ნდობა განსაკუთრებით მდედრობითი სქესის სეგმენტშია შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, რეიტინგის ისეთი მკვეთრი კლება, როგორიც ტრამპს აქვს, თითქმის არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. მაგალითად, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებიდან 3 თვის შემდეგ, მოსახლეობის მხოლოდ 28% არ ეთანხმებოდა მის პოლიტიკას. ჯორჯ ბუშ უმცროსის შემთხვევაში 30% არ ეთანხმებოდა, ყველაზე მცირე მაჩვენებლი კი რონალდ რეიგანს ჰქონდა - 19 %.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია CBS News-მა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის კვლევამ აჩვენა, რომ სირიის აეროპორტზე დარტყმის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა და მას მხარს გამოკითხულთა უკვე 43 % უჭერს. ეს იმ დროს, როდესაც მარტის ბოლოს ეს ნიშნული მხოლოდ 35 % აღწევდა.





