თურქეთის რეფერენდუმი: 51,18 % მომხრე, 48,82 % წინააღმდეგი
მსოფლიო

თურქეთში ბიულეტენების 100 %-ია დათვლილი. წინასწარი შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,18 %, წინააღმდეგია - 48,82 %. რეფერენდუმში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
პრეზიდენტმა მოსახლეობას უკვე მიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეფერენდუმის შედეგებს ისტორიული უწოდა.
რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს 2 ოპოზიციური პარტია. მათი ვარაუდით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების ძალაუფლებას გაზრდის.
საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას ითვალისწინებს.
ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება.
ერდოღანი ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას პარლამენტმა კენჭი 2017 წლის 20 იანვარს უყარა.
თურქეთში 167 140 საარჩევნო უბანია, 461 - ციხეებში გაიხსნა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა ხმა წინასწარ მისცეს.





