10 იანვარი 2019, 09:12
ბარსელონაში „დედეს“ სპეციალური ჩვენება გაიმართება
კულტურა

კადრი ფილმიდან „დედე“
გაზიარება
ბარსელონაში „დედეს“ სპეციალური ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე თავად ფილმის ავტორი მარიამ ხაჭვანი წერს.
ფილმის ჩვენება 28 თებერვალს Cinemes Sant Cugat-ის დარბაზშია დაგეგმილი.
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ნამუშევრის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.
კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.





