ქეთი ჯინჭარაძე
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა
კულტურა

ფოტო: shutterstock.com
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის” ფარგლებში საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში დაჯილდოვდნენ: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.
კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართული ფილმი იყო- გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.
საერთაშორისო კონკურსში საუკეთესო ფილმის ტიტული „ოქროს პრომეთე“ დარია ჟუკის ფილმს „ბროლის გედი” მიენიჭა. „ვერცხლის პრომეთე“ ანუ საუკეთესო რეჟისურა ფილმმა „მშვიდი ღამე“ (რეჟისორი პოიტრ დომალევსკი) დაიმსახურა.
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი რუპერტ ევერეტის ფილმით „ბედნიერი უფლისწული“ დაიხურა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს გაიხსნა. კინოფესტივალზე ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო, 100-ზე მეტი ნამუშევარი სხვადასხვა სექციაში აჩვენეს.





