ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა
კულტურა

ფოტო: Shutterstock
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიხსნა. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ის ახალი ქართული ფილმები, რომლებიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.
ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში“ კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.
ქუთაისის კინოფორუმი რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.
ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი ცოტა ხნის წინ გაფორმდა.





