საქართველოში ქართულ-ჩინურ ფილმს ჩაის კულტურის შემომტანის შესახებ გადაიღებენ
კულტურა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოში მალე პირველ ქართულ-ჩინურ ფილმს გადაიღებენ. ფილმის სცენარი უკვე დამუშავებულია და მისი რეჟისორი ზაზა ხალვაში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „კომერსანტის“ ვებგვერდზე აქვეყნებენ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2017 წელს გაფორმდა და მას შემდეგ არაერთი მიმართულებით საერთო პროექტები ინერგება. ამჯერად ხელშეკრულება კინოინდუსტირასაც შეეხო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება მხარეებს შორის უკვე ამ კუთხითაც განვითარდება.
პირველი ქართულ - ჩინურ ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ზაზა ხალვაშია. ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და საქართველო-ჩინეთის ისტორიულ კავშირს ეხება. მთავარი გმირი გახლავთ ლაო ჯინ ჯაო, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში პირველმა ჩამოიტანა ჩაის კულტურა. იგი მე-20 საუკუნის 1920-იან წლებამდე დარჩა ქვეყანაში და ზოგადად ჩაის კუტლურის შემოტანაც საქართველოში მის სახელს უკავშირდება. მოქმედებები ბათუმთან ახლოს, ჩაქვში ვითარდება.
ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩაქვში ისტორიული გმირის ლაო ჯინ ჯაოს სახლმუზეუმიც არსებობს. სწორედ ამ შენობაში ცხოვრობდა ჩინელი აგრონომი. ნაგებობის ინტერიერი დღეს მიტოვებულია.
ქართულ-ჩინური ფილმის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ ივნისში გახდა. 16-25 ივნისს ჩინეთში შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე პლატფორმის Belt and Road ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს





