The Beatles-ის პირველი მენეჯერი გარდაიცვალა
კულტურა

30 დეკემბერს, ლივერპულში ჯგუფის The Beatles-ის პირველი მენეჯერი გარდაიცვალა. ალან უილიამსი 86 წლის იყო. ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
1958 წელს უილიამსმა ლივერპულში კლუბი Jacaranda გახსნა, სადაც The Beatles პირველად გამოვიდნენ. ორი წლის შემდეგ მან ოთხეულს ჰამბურგში გასტროლი მოუწყო, ასევე The Beatles დაეხმარა პირველი ვინილის ჩაწერაში. მენეჯერს და ჯგუფს შორის თანამშრომლობა 1961 წელს შეწყდა, როდესაც მუსიკოსებმა უალიამს მის მიერ ორგანიზებული კონცერტებიდან პროცენტი აღარ გადაუხადეს.
1975 წელს უილიამსმა დაწერა წიგნი “ადამიანი, რომელმაც ბიტლზი ხელიდან გუშვა”.
The Beatles აღიარებულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად. ის 1960 წელს შეიქმნა და 10 წელი იარსება. ჯგუფს გამოცემული აქვს 13 ოფიციალური სტუდიური ალბომი და მიღებული აქვს “გრემის” 10 პრემია.





