15 ნოემბერი 2026, 15:21
HBO-მ ახალი „ჰარი პოტერიდან“ ნაწყვეტი გამოაქვეყნა
კულტურა

ფოტო: HBO
გაზიარება
HBO-მ „ჰარი პოტერის“ ახალი სერიალიდან წუთნახევრიანი ფრაგმენტი აჩვენა. სერიალის პრემიერა 25 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
ჰარი პოტერს სერიალში დომინიკ მაკლაფლინი ითამაშებს, მის მეგობრებს - რონსა და ჰერმიონს კი ალასტარ სტაუტი და არაბელა სტენტონი. პირველი სეზონი, რომელსაც ისეთივე სახელწოდება აქვს, როგორიც წიგნს, 8 ეპიზოდისგან შედგება. სერიალს ტელეარხ HBO-სა და სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ზე აჩვენებენ.




