15 ნოემბერი 2026, 10:50
პირველი აზიური „ევროვიზიის“ გამარჯვებული ფილიპინები გახდა
კულტურა

გაზიარება
ბანგკოკში „ევროვიზია აზიის“ (Eurovision Song Contest Asia) პირველი კონკურსი გაიმართა. 11 მონაწილე შორის გამარჯვებული ფილიპინების წარმომადგენელი გახდა. 19 წლის მომღერალი კარმელი ქალებისადმი მიძღვნილი ჰიტით Sobra-Sobra, შეჯიბრის ფავორიტად თავიდანვე იქცა.
მან ჯამში 211 ქულა დააგროვა - 93 ჟიურისგან და 118 მაყურებლებისგან.
ფილიპინების გარდა კონკურსში მონაწილეობდნენ: ტაილანდი, ვიეტნამი, მალაიზია, ლაოსი, ბუტანი, კორეის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ნეპალი, კამბოჯა, ბანგლადეში.




