09 ივლისი 2026, 11:58
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯასტინ ბიბერიც იმღერებს
კულტურა

ჯასტინ ბიბერი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ჯასტინ ბიბერი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შესვენების დროს დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას. FIFA-ში განაცხადეს, რომ ვარსკვლავი შეუერთდება მანამდე გამოცხადებულ შემსრულებლებს: მადონას, შაკირასა და BTS-ს 11-წუთიან შოუში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური პერფორმანსი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნიუ-ჯერსიში, 19 ივლისს გაიმართება.





