06 ივნისი 2026, 15:50
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ ხსნიან
კულტურა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ ხსნიან. საქართველოს ეროვნულ არქივში 3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო.





