11 იანვარი 2026, 17:39
თურქი მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის დროს დააკავეს
კულტურა

ჯან იამანი
ფოტო: WireImage
გაზიარება
ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელი ჯან იამანი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. პოლიციამ სტამბოლში მდებარე 9 ღამის კლუბში ჩაატარა რეიდები.
ოპერაციის დროს რამდენიმე ობიექტზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება და ჩვენება, რომლის მიხედვითაც იამანი ნარკოტიკებს მოიხმარდა.





