ქართული გენის ტრიუმფი რომში - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
კულტურა

ფოტო: IMEDI/კადრი
დღეს რომში სანტა მარია მაჯორეს ტაძარში მისულ ადამიანებს ელით მუსიკის ნამდვილი დღესასწაული. საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი იქნება პირველი, ვინც პირველად გააჟღერებს ქართულ ჰანგებს თითოეული იტალიელისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ და პაპი ფრანცისკეს აკლდამასთან.
ამით არ დაწყებულა და არ სრულდება იტალიური გასტროლები. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. პანთეონშიც გორის ქალთა გუნდი იყო პირველი, ვინც ქართული მრავალხმიანობა იტალიას გააცნო.
საქართველოს კულტურის სამინისტრო და წმინდა საყდარი ვატიკანში - მათი თანამშრომლობით და ძალისხმევით განხორციელდა ეს ღონისძიებები, რაც უნიკალური შანსია ქართველი ხელოვანებისთვის.
ქართული გენის ტრიუმფი რომში - ქეთევან ქარდავას სპეციალურ რეპორტაჟში.





