ლევან ხარატიშვილი: სამინიტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფით, ამ სექტორის განვითარება უფრო ქმედითი გახდება
კულტურა

ლევან ხარატიშვილი
ფოტო: განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო
განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სამინისტროსგან კულტურის ნაწილის გამოყოფაზე ილაპარაკა. ეს პროცედურა 2021 წლის თებერვალში განხორციელდება.
„იყო მაღალი სკეპტიციზმი სამინისტროების შერწყმისას. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ძალიან ეფექტურად მოხდა კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე კონცენტრირება. რაც შეეხება სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფას, ეს ხდება ორი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით“, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისი თქმით მთავრობის მიზანი იყო ხარჯების შემცირება, მაგრამ იმდენად დიდია და მასშტაბურია განათლებისა და მეცნიერების სექტორები, რომ კულტურა ჩაიკარგა ამ პროცესში. „კულტურის ნაწილის ხელშესაწყობად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და იქნება უფრო კონცენტრირებული მუშაობა. ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ მაქსიმალურად მოხდება რესურსები იმისთვის, რომ კულტურის სექტორის ხელშეწყობა განხორციელდეს 2021 წელს და რა თქმა უნდა ამის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.





