27 ოქტომბერი 2020, 01:17
AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა
კულტურა

ფოტო: Youtube
გაზიარება
ლეგენდარულმა ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა AC/DC, რომელიც სცენაზე დაბრუნდა, სიმღერაზე Shot In The Dark გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა. რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.
Shot In The Dark ჯგუფის ახალ ალბომში PWR/UP შევა, რომლის რელიზიც 2020 წლის 13 ნოემბერს შედგება. ვიდეორგოლის რეჟისორი დევიდ მალეტია.





